ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.
- პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი ანუ ვებ საიტი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასწარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) - ეს იყო „დედაენა''
- პირველი ქართული ვებ საიტი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საიტი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ
- ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საიტი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ - იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს
- პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილიBPG SanSer, BPG Classic და რენო სირაძის შექმნილი RsWWWNet

No comments:
Post a Comment