ინტერნეტის წარმოშობას კავშირგაბმულობის სხვადასხვა საშუალებებს (ფოსტა, ტელეგრაფი, ტელეფონი) შექმნას უკავშირებენ. მართლაც, კომპიუტერთა ქსელური გაერთიანება თავიდანვე კავშირგაბმულობის ისეთ საშუალებად იყო გააზრებული, რომელსაც ტელეფონის მსგავსად რეალურ დროში უნდა უზრუნველყო ინფორმაციის გაცვლა ადამიანებს შორის. ინტერნეტის წინაპრად სწორედ ამგვარი ლოკალური ქსელია მიჩნეული. მას საფუძველი აშშ–ში ჯერ კიდევ 1957 წელს ჩაეყარა და ცნობილი იყო „აპარას“სახელწოდებით, როგორც თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ზესაიდუმლო სტრუქტურა.(APRA- advaced research project agency, უახლოესი ტექნოლოგიების სააგენტო). ეს იყო სამხედრო მიზნებისთვის შექმნილი მცირე განყოფილება, რომელიც 1969 წლიდან რამდენიმე უნივერსიტეტის შესაბამისი კვლევის ცენტრთან კომპიუტერული ქსელით გაერთიანდა. ქსელის უზარმაზარი მნიშვნელობა ცხადი მალე გახდა. მეცნიერები მალე მიხვდნენ, რომ მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგია მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის არ უნდა გამოეყენებინათ. ამიტომ უკვე 1983 წელს სამხედრო დანიშნულების პროექტი ორ ნაწილად გაიყო. პირველი მათგანი „მილნეტი“ (სამხედრო ქსელი) საბოლოოდ გასაიდუმლებულად დარჩა. მეორე მათგანი კი მალევე NSFnet–ად იქცა და მისი საქმიანობა სამოქალაქო და საგანმანათლებო მიზნების განსახორციელებლად წარიმართა. 1990 წელი განსაკუთრებულია ინტერნეტის ისტორიაში. ამ წელს აშშ–ის ინფორმაციული ქსელების ფედერალურმა საბჭომ (FNC – federal netvorking council) საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ინტერნეტი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა.
No comments:
Post a Comment